საკმარის რძეს იღებს თუ არა თქვენი პატრა?

საკმარის რძეს იღებს თუ არა თქვენი პატრა?

"ნაყრდება თუ არა ჩემი პატარა?" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომელიც იწვევს ჩვილის მშობლების შეშფოთებას. თქვენც არაერთხელ გიკითხავთ თქვენი თავისთვის, საკმარის საკვებს იღებს ბავშვი თუ არა, ყოფნის მას დედის რძე? იმის გასარკვევად საკმარის რძეს იღებს თუ არა პატარა, არსებობს უტყუარი და სავარაუდო ნიშნები.

უტყუარი ნიშნები, რომლებიც  რძის სიმცირეზე მიგვანიშნებენ: 

წონაში მატების მაჩვენებელი - ბავშვის წონაში მატების მაჩვენებელი  პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადრღბა. ბავშვი უნდა აიწონოს კვირაში, ან უკიდურეს შემთხვევაში, თვეში ერთხელ მაინც. წონის, ზრდის და სხვა მაჩვენებლები უნდა შეაფასოს ექიმმა. ორიენტირება უნდა გაკეთდეს ბავშვის წონის მატების დინამიკის საშუალო მაჩვენებლებზე: 1 თვე +600, 2თვე +800 , 3თვე +800, 4 თვე+750, 5 თვე+700, 6 თვე+650.

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თითოეული პატარა უნიკალურია და იმატებს თავისებურად, ამიტომ არ ინერვიულოთ დროზე ადრე. იმ შემთხვევაში თუ ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბავშვი ცუდად იმატებს წონაში, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან.

კონცენტრირებული შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა - შარდვის სიხშირე მეორე ნიშანია, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, ყოფნის პატარას რძე, თუ არა. ჩაატარეთ "საფენების ტესტი", ანუ უარი თქვით საფენზე დღე-ღამის განმავლობაში.

ნორმის მიხედვით  დაბადებიდან ორ კვირამდე, ბავშვმა უნდა მოშარდოს იმაზე ერთით მეტი რამდენი დღისაც არის. 12-14 დღის შემდეგ ნორმალურ რაოდენობად ითვლება 12-ჯერ მოშარდვა. ყურადღება მიაქციეთ შარდის ფერს და სუნს; ის უფერული უნდა იყოს და არ უნდა ქონდეს სუნი. თუ ბავშვი დღეში ისველებს 6-ზე ნაკლებად, ფერი ყვითელია და მკვეთრი სუნი აქვს, საჭიროა მიმართოთ პედიატრს.

პედიატრთან შეთანხმებით, 1-2 დღის განმავლობაში  ჩაატარეთ საკონტროლო აწონვა

ბავშვს წონიან კვების წინ და მის შემდეგ იგივე ტანსაცმელში, არ უცვლიან საფენებს. წონაში სხვაობა ტოლი იქნება რძის იმ მოცულობისა, რაც მიიღო ბავშვმა ერთი კვებისას. საკონტროლო აწონვას ატარებენ რამდენიმე კვებაზე, საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა  კი იქნება საჭირო მაჩვენებელი.

 

სავარაუდო ნიშნები, რომლებიც  რძის სიმცირეზე მიგვანიშნებენ: 

ყურადღება მიაქციეთ კვების დეფიციტის სავარაუდო ნიშნებს: პატარ ვერ ძლებს შემდეგ კვებამდე, კვებათა შორის შუალედები მცირდება და დაახლოებით   ორ საათზე ნაკლებია.  ხშირად აძლევთ ძუძუს; ჭამის შემდეგ ის  დაუნაყრებელი გეჩვენებათ, ხშირად ტირის.  ცუდად ძინავს ღამით. აქვს "მშიერი" განავალი: მეჩხერი, მცირე მოცულობის, მკვრივი, მშრალი ან მწვანე.

 

ყოფნის თუ არა პატარას თქვენ რძე,  შევაჯამოთ შედეგი:
კარგად იმატებს წონაში და სიგრძეში (შეფასებას ახდენს ექიმი ყოველთვიური გასინჯვისას)
აქვს დადებითი ემოციური ფონი და კარგი მადა
კარგად ძინავს
კარგად ეწინააღმდეგება ინფექციას (პატარა ავად არ ხდება)
აქვს ნორმალური კუჭის მოქმედება,  შარდავს ასაკობრივი ნორმის შესაბამისად

 

არასაკმარისი რაოდენობის რძის მიღების ნიშნების აღმოჩენისას, ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას ლაქტაციის გაზრდის თაობაზე; საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებათ სწორად შეარჩევთ საბავშვო რძის ნარევი.

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი