რამდენი  ნარევია  ჩვილისთვის აუცილებელი ?

რამდენი ნარევია ჩვილისთვის აუცილებელი ?

ყველა  ჩვილი  ინდივიდუალურია და საკვების რაოდენობა, რომელიც   აუცილებელია მათთვის,  შესაძლოა  იყოს  განსხვავებული.  ამის მიუხრდავად,  მნიშვნელოვანია,    ჩვილმა  მიიღოს  საკმარისი  კვება  ჯანსაღი  ზრდისა  და განვითარებისთვის.  როცა პატარა იკვებება  დედის  რძით,  დედას არ სჭირდება  ფიქრი  იმაზე, თუ  რამდენ  რძეს  ჭამს  ის:  ძუძუთი  კვებისას,  ჩვილი  ჭამს  იმდენს,  რამდენის  მოთხოვნილებაც აქვს,  ხოლო  საკმარისია  თუ  არა რძე,  ამას აჩვენებს  წონაში  მატება,  ჩვილის ხასიათი  და მისი  ჯანმრთელობის  მდგომარეობა.

ხელოვნური კვება

სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილების  ხელოვნური კვებისას,  როგორც  წესი,  რეკომენდებულია  6-7 ჯერადი  კვება, ყოველ  3-3,5 სთ-ში,  6-6,5 საათიანი  ღამის  შესვენებით.  პირველი  დამატებითი  საკვების  მიცემის  შემდეგ (4-დან 6 თვემდე), ჩვილი შეგიძლიათ გადაიყვანოთ   5  ჯერად  კვებაზე.

ცალკეულ  შემთხვევებში,  ჩვილის  ინდივიდუალური  თავისებურებების გათვალისწინებით მისი  საკვების  რაოდენობა  შეიძლება  შეიცვალოს.  მაგალითად,  თუ  ჩვილი არ    ჭამს  ერთი  კვების  განმავლობაში  შეთავაზებულ  რაოდენობას,  საჭიროა  მისი  უფრო   ხშირი  კვება,  შემცირებული  ულუფებით.

ხელოვნური   და     შერეული  კვების  გამოთვლა

ნარევის  მოცულობა  იანგარიშება  სხეულის  ფაქტიური  მასის  მიხედვით,  კალორიულობის  მეთოდით - 115კკალ/კგ სიცოცხლის  პირველი  6 თვის  მანძილზე.  აღსაღნიშნავია,  რომ ამ  დროს  3  თვის  ბავშვის  საკვების  მოცულობა  დაახლოებით უნდა იყოს  850 მლ/დღე-ღმეში,       4 თვის - 900 მლ/ დღე-ღამეში,      ხოლო  5  თვის - 1000 მლ/დღე-ღამეში.   სხეულის  ჭარბი,  ან  მცირე   მასის დროს,  გამოთვლა  ხდება  სხვანაირად  და  ამიტომ,  გირჩევთ  მიმართოთ  სპეციალისტს.

საკვების  სადღეღამისო  რაოდენობა  შეადგენს:

·         10  დღის  ასაკიდან  2  თვემდე - სხეულის ფაქტიური  მასის 1/5  (საშუალოდ  600-900 მლ);

·         2 – 4 თვის ასაკში -  სხეულის  ფაქტიური  მასის 1/6 ( საშუალოდ  800- 1000 მლ);

·         4 -6  თვის  ასაკში  - სხეულის  ფაქტიური  მასის 1/7 (საშუალოდ   900-1000 მლ);

·         6 თვის  ზემოთ,  წლამდე - სხეულის  ფაქტიური  მასის 1/8 (საშუალოდ  1000- 1200მლ).

ნარევის  მომზადებისას  ყურადღებით  მიყევით  ინსტრუქციას  და დაიცავით ულუფის  მოცულობა,  რათა  თქვენმა  ჩვილმა მიიღოს  საკვების  ოპტიმალური  რაოდენობა.

შერეული  კვება

შერეული  კვებისას,  კვების  რეჟიმი  უნდა  დარჩეს  მაქსიმალურად  თავისუფალი.  საკონტროლო  აწონვის  შემდეგ,    საზღვრავენ  დედის  რძის  მიახლოებით  რაოდენობას,  რომელსაც   იღებს  ჩვილი, კვების  მოცულობის  დანაკლისი  კომპენსირდება   რძის  ნარევის  საშუალებით.

საკონტროლო  აწონვის ჩატარებისას,  ჩვილს  წონიან  კვებამდე  და  კვების  შემდეგ, იგივე  ტანსაცმელში    საფენების  გამოუცვლელად,  მასაში  სხვაობა  ტოლი  იქნება   რძის   იმ  მოცულობის,  რომელიც  მიიღო  ჩვილმა  ერთი  გამოკვებისას.  მსგავს  აწონვას  ატარებენ  რამდენიმე  კვებისას,  ხოლო  საშუალო  არითმეტიკული  იქნება  დასამატებელი ნარევის მაჩვენებელი. ამასთან,  საკვების  დამატება  საჭიროა  მიეცეს ჩვილის  მხოლოდ  ორივე   ძუძუს  გამოწოვის შემდეგ,  თუნდაც  დედას  ჰქონდეს  რძის  ძალიან  მცირე  რაოდენობა.  თუ  დამატება  მცირეა, მაშინ  ის  უნდა  მივცეთ  კოვზით, რადგან საწოვარათი  ნარევის   მიღების შემდეგ  ჩვილმა შეიძლება   უარი თქვას  ძუძუზე.  თუ  დასამატებელი ნარევის  მოცულობა   დიდია, შიძლება  გამოიყენოთ  ბოთლი, ოღონდ  უნდა შეირჩეს  მკვრივი  ორთოდონტული საწოვარა, წვრილი  ნახვრეტებით.

კონტროლის მეთოდები

თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ  ჩვილი  იღებს საკმარის  საკვებს, თუ მას:

·         კარგი  ნამატი აქვს სიგრძეში  და  წონაში (შეფასება უნდა მოახდინოს სამედიცინო  მუშაკმა, ყოველთვიური  დათვალიერებისას);

·         დადებითი  ემოციური ტონუსი  და  კარგი  მადა აქვს;

·         კარგად ძინავს;

·         არ უჭირს ინფექციებთან გამკლავება;

·         კუჭის მოქმედება რეგულარულად აქვს და  არ განიცდის დისკომფორტს ამასთან დაკავშირებით.

ყველა  ბავშვი  წონაში  იმატებს  სხვადასხვნაირად,  თუ თქვენ ფიქრობთ რომ პატარა არასათანადოთ იმატებს  შეგიძლიათ  მიმართოთ  პედიატრს, რათა  დარწმუნდეთ, რომ  ჩვილის მიერ აკრეფილი  წონა  შეესაბამება  ნორმას.  ამას გარდა,  ძალიან  დიდი  მნიშვნელობა  აქვს სხეულის  მასის  არა  ერთჯერად კონტროლს,  არამედ წონის, ზრდის  მატების   და სხვა ანტროპომეტრული  მაჩვენებლების  რეგულარულ  ყოველთვიურ შეფასებას,  სიცოცხლის  ერთი  წლის  მანძილზე. თუ თქვენ  შენიშნავთ თქვენი  ჩვილის  კვებით  ჩვევებში  მნიშვნელოვან  ცვლილებებს, დაუყოვნებლივ  მიმართეთ ექიმს.

კვების  დრო  -   საოცარი წუთებია  დედის  და  ჩვილის  ურთიერთობის,  რომელსაც  ისინი   ჰარმონიაში ატარებენ.  საკმარისი რაოდენობის  საკვების  მიღებით  და  თქვენთან  ურთიერთობით,  თქვენი  პატარა  იზრდება  ჯანმრთელი და  მხიარული!

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი