ჩვილის კვება სიცოხლის პირველ წელს

ჩვილის კვება სიცოხლის პირველ წელს

პირველი წელი - ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია თქვენი შვილის ცხოვრებაში!

 

ამ დროს ის ინტენსიურად იზრდება, აქტიურად ვითარდება მისი ინტელექტი, აზროვნება, მხედველობა და სმენა, ფორმირდება მისი იმუნიტეტი. ამ პროცესებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ საკვების  მახასიათებელს, რომელსაც იღებს პატარა.

შეიძლება ითქვას, რომ  ბავშვის კვება სიცოცხლის პირველ წელს, წარმოადგენს ყველა იმ დადებითი ცვლილებების მამოძრავებელს, რაც მიმდინარეობს ორგანიზმში,  დაბალანსებული რაციონი კი ხელს უწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას და ახალი  უნარების ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, სიცოცხლის პირველივე საათიდან, უზრუნველვყოთ ჩვილი ყველა  აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.

         

დედის რძე

 

ახალშობილის კვება იწყება დედის რძით. დედის რძე სიცოცხლის პირველსავე დღეებში ხელს უწყობს ჩვილის საჭმლის მონელების ჩამოყალიბებას და მის ინტელექტუალურ განვითარებას. დედის რძის ეს თვისებები განპირობებულია იმით, რომ იგი შიცავს მნიშვნელობან კომპონენტებს, რომელიც განაპირობებს ბავშვის თავის ტვინის განვითარებას, მისი კუნთების და ძვლების ჯანსაღ ზრდას. დედის რძე შეიცავს ომეგა-3, ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, ლუთეინს,  ანტიოქსიდანტებს და მრავალ სხვა ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ჩვილისთვის დაბადების პირველ თვეებში.

 

მნიშვნელოვანია

 

ზოგიერთი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში არ სინთეზდება და შეიძლება მიღბულ იქნას მხოლოდ საკვებთან ერთად!  იგივე ეხება ლუთეინსაც, რომელსაც ჩვილი პირველ ნახევარ წელს იღებს მხოლოდ დედის რძისგან.

 თუ   რაღაც მიზეზის გამო დედის რძე არასაკმარისია, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ საბავშვო რძის ნარევი ერთ წლამდე ჩვილებისათვის შეიცავდეს მნიშვნელოვან კომპონენტებს: ომეგა-3, ომეგა-6 და ლუთეინის სრულ კომპლექსს.  დედის რძის შემადგენლობაში ოლიგოსაქარიდების არსებობა უზრუნველყოფს იმუნიტეტის გამყარებას და ინფექციისგან დაცვას.

იმისთვის, რომ შეძლოთ პირველი საბავშვო ნარევის შერჩევა, რომელიც შემადგენლობით და თვისებებით მიახლოვებული იქნება დედის რძესთან და სასარგებლო თქვენი ჩვილისთვის აუცილებლად  მიმართეთ თქვენს პედიატრს.

დედის რძის ყველა დადებითი  თვისების მოუხედავად,  გარკვეული დროის შემდეგ აუცილებელი ხდება ჩვილის  რაციონში საკვები  ნივთიერებების დამატება, რომელთა მიღება მხოლოდ დედის რძით, ან საბავშვო რძის ნარევით  აღარ აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებებს.  შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის თქვენს პატარას ესაჭიროება სასარგებლო ნივთიერებების დამატებითი წყარო; დგება დრო კვების რაციონის გაფართოების - დამატებითი კვების დაწყების. დამატებითი კვება უნდა დაიწყოს 4-6 თვის ასაკში, ბავშვის განვითარების თავისებურების შესაბამისად.  ამ პერიოდში ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და  ცენტრალური ნერვული სისტემა - უფრო მეტად არის ფორმირებული, ჩვილი მზად არის ახალი საკვების მისაღებად.

დამატებითი კვების  დაგვიანებით მიცემამ, შეიძლება გამოიწვიოს რიგი მიკროელემენტების,  სავები ნივთიერებების უკმარისობა და მნიშვნელოვანი კვებითი თვისებების (სქელი საკვების ღეჭვა და ყლაპვა) ფორმირების  შეყოვნება.

 

წლამდე ჩვილის კვების რაციონს შეიძლება დაემატოს  შემდეგი პროდუქტები: ფაფები (ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდი); ბოსტნეულის, ხილის და ხორცის პიურე; ხაჭო და კვერცხის გული; საბავშვო კვების რძე-მჟავა პროდუქტები; წვენები.

იმისათვის რომ გავიგოთ, რომელ ასაკში დავამატოთ გარკვეული პროდუქტები კვების რაციონში, გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან. ჩვეულებრივ, რაციონის  გაფართოვება ხდება ფაფებით, ან ბოსტნეულის პიურეთი, შემდეგ უმატებენ ხილს, ასევე პიურეს სახით, ხორცს, ხაჭოს, კვერცხს და რძე-მჟავა პროდუქტებს. რეკომენდებულია კვების დამატება დავიწყოთ ფაფებით, თუ ჩვილს აქვს წონაში მატების პრობლემა.  ყაბზობის  შემთხვევაში, რაციონში თავდაპირველად უმატებენ ბოსტნეულის პიურეს.

მარცვლოვანი ფაფების სარგებლობა იმაში გამოიხატება, რომ რთული ნახშირწყლე-ბის წყალობით ბავშვი იღებს საკმარის  ენერგიას მოძრავი აქტივობებისთვის: გადაბრუნება, ხოხვა და ცოტა მოგვიანებით სიარულისთვის. ამას გარდა, ფაფები მდიდარია ვიტამინებით  (B ჯგუფის ვიტამინები), საკვები ბოჭკოებით და მინერალებით (ცინკი,მაგნიუმი),  რაც ასე საჭიროა ჩვილის განვითარებიასთვის ამ პერიოდში.

 

ჩვილის რაციონში ბოსტნეულის დამატება უზრუნვეყოფს მას A,B და C  ვიტამინებით, სხვადასხვა  მიკროელემენტებით და უჯრედისით. A ვიტამინი ხელს უწყობს მხედველობის განვითარებას,   C  ვიტამინი რკინის ათვისებას და იმუნურ სისტემის გაძლიერებას. უჯრედისი აუმჯობესებს ჩვილის საჭმლის მონელებას. ხილის პიურე და წვენები უზრუნველყოფს ბავშვს ვიტამინებით, ბუნებრივი შაქრით და საკვები ბოჭკოებით, რომლებიც მნიშვნელოვანია საჭმლის მონელების სისტემის მუშაობისთვის და ჯანმრთელობის სართო მდგომარეობისთვის.

ჩვილის კუნთების ზრდისთვის აუცილებელია ცილა, ასევე რკინა, ვიტამინები და ცინკი  - ამ ყველაფერს  შეიცავს  ხორცი. ჯანსაღი ზრდის უზრუნველსაყოფად, ჩვილის რაციონში უმატებენ ასევე კვერცხის გულს.

ბავშვის კვება რძე-მჟავა პროდუქტებით უზრუნველყოფენ ჩვილს კალცით და ცილით - ყველა ეს ნივთიერება აუცილებელია ჩვილის  ძვლების სიმაგრისათვის, ასევე ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის საკუთარი მიკროფლორის ფორმირებას.

პირველ წელს ბავშვის განვითარების პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად, მისი ჯანსაღი ზრდისა და ინტელექტუალური განვითარებისთვის, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადეკვატურ კვებას. ამიტომ, აუცილებლია დიდი ყურადღება  დაუთმოთ თქვენი პატარას კვების რაციონს, რათა მას  ჯანმრთელი მომავალი გარანტირებული ქონდეს!

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი