ძუძუთი კვების საფუძვლები

ძუძუთი კვების საფუძვლები

დედის რძე  -  საუკეთესო საკვებია. იგი შეიცავს ყველა აუცილებელ  ვიტამინს  და  მინერალს, ადვილად  შეითვისება  ორგანიზმის  მიერ  და უზრუნველყოფს  ბავშვის  სრულფასოვან   ზრდას  და  განვითარებას.  მთელი  კვების   ხანგრძლივობის  მანძილზე  დედის  რძის  შემადგენლობა  იცვლება,  ჩვილის  მოთხოვნილებების   შესაბამისად.

 ხსენი

მშობიარობის  შემდეგ,  მაშინვე (ზოგჯერ,  ორსულობის  მესამე  ტრიმესტრში)  გამოიყოფა  ხსენი - სქელი,  ბლანტი,  ყვითელი  შეფერილობის  სითხე.  ხსენში  საკვები  ნივთიერებების  რაოდენობა  და მისი  ენერგეტიკული  ფასეულობა  გაცილებით  დიდია,  ვიდრე  მწიფე  რძის. ხსენი  შეიცავს  ნივთიერებებს,  რომელიც  ახდენს  ბავშვის კუჭ-ნაწლავის  განვითარების  სტიმულაციას  და ამზადებს  მას  მწიფე  რძის  გადასამუშავებლად. ხსენთან   ერთად  ბავშვის  ორგანიზმში  ხვდება  სასარგებლო   მიკროორგანიზმები  (ბიფიდო  და  ლაქტობაქტერიები),  ასევე  სხვა  ელემენტები,  რომლებიც  ხელს  უწყობენ  ნაწლავის  ჯანსაღი  მიკროფლორის  ფორმირებას.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვილის მიყვანა  დედის ძუძუზე, დაბადებიდან  30  წუთის  შემდეგ (როგორც  წესი,  ეს ხდება  სამშობიარო  დარბაზში).  ეს პროცესი  ეხმარება  დედას  და  ჩვილს  დაამყარონ  მჭიდრო  ემოციური  კონტაქტი,  პატარას  სიცოცხლის  პირველსავე  წუთებში.  ადრეული  შეხება  ახდენს  ოქსიტოცინის  წარმოქმნის  სტიმულაციას,  რაც ხელს უწყობს  პლაცენტის  გამოდევნას,  საშვილოსნოს  შეკუმშვას,  სისხლდენის  პროფილქტიკას  და  ლაქტაციის  დადგომას.

მშობიარობის  შემდეგ,  მაშინვე  ძუძუზე   მოჭიდებით,  ჩვილიმა  შეიძლება მიღოს    ხსენის   პირველი  ფასეული  წვეთები. ისინი  შეიცავენ  იმუნოგლობულინებს,  რომლებიც  იცავენ ორგანიზმს.  ხსენი  ახალშობილს   აძლევს  ყველაფერ  აუცილებელს,  რაც  საჭიროა  სოცოცხლის  პირველი  დღეებისათვის,  იმის მოუხედავად,  რომ  გამოიყოფა  არც  ისე  დიდი  რაოდენობით.   ხსენის  სქელი  კონსტიტენცია  და  ნელი  გამოდინება  ძუძუდან,  ეხმარება  ბავშვს  ისწავლოს  წოვა,  ყლაპვა  და სუნთქვა  ერთდროულად.

 5 დღის  ჩვილი  უკვე  ეჩვევა  და ითხოვს  ძუძუს  ხშირად.  ხოლო დედას  დასაწყისში  (ორ- სამ კვირაში)  გარდამავალი, ხოლო  შემდეგ  მწიფე  რძის  გამომუშავება ეწყება.

როგორ გავიგოთ,  რომ  ბავშვს  შია?

ახალშობილის  კუჭის  მოცულობა  სულ  30-35 მლ-ია,  ამიტომ  მას  არ   შეუძლია  ბევრის  ჭამა  ერთი  კვებისას   და  ხშირად  ითხოვს  ჭამას.  მაშინ  როგორ  გავიგოთ,  რომ  ჩვილს  შია?  აი, ძირითადი  მაჩვენებლები:

·         იგი  ტირის.  შიმშილის  პირველი  და  ყველაზე  აშკარა  სიგნალი.

·         ახდენს   წოვის  მოძრაობებს,  ყოფს  ენას.

·         ბავშვს  მიაქვს  ხელები  ტუჩებთან,  პირში  იდებს  თითებს და მუჭს (ძილშიც კი).

კვებეთ   ჩვილი  მოთხოვნის  მიხედვით.   თუნდაც  ახალი  ნაჭამი  იყოს,  მაგრამ  ავლენს  შიმშილის  ნიშნებს,  აჭამეთ მას  ისევ.

 

როგორ  ვკვებოთ სწორად  ჩვილი  ძუძუთი?

ძუძუზე  ჩვილის  სწორად  მოჭიდება,  შეიძლება  ჩაითვალოს  წარმატების  ნაწილად.  კვების  დროს,  ძალიან   მნიშვნელოვანია,  როგორ  უჭირავს  დედას ჩვილი და  როგორ  ეჭიდება  ძუძუს.

·         ჩვილი  ისე მოათავსეთ,  რომ  არამარტო  სახე, არამედ  მთელი  სხეული  თქვენსკენ  იყოს  მობრუნებული,  ხოლო  თავი  იმყოფებოდეს  თქვენი  ძუძუს  დონეზე.

·         აკურატულად  აწიეთ    და  დაიჭირეთ  ძუძუ  ხელის  გულით  ისე,  რომ  ცერა თითი  იყოს  ძუძუზე  ზემოთ,  ხოლო  დანარჩენი  ოთხი  თითი  ქვემოდან. რძის  სადინარების გადაკეცვა  რომ  არ  მოხდეს,  თითები  უნდა  იმყოფებოდეს  არეოლის  საზღვრის  მიღმა.

·         ძუძუს  თავით  შეეხეთ  ჩვილის  ქვედა  ბაგეს  და დაელოდეთ,  სანამ  ფართოდ  გააღებს  პირს.

·         ჩაუდეთ  ძუძუს  თავი  ჩვილს  პირში,  ისე  რომ შეეხოს  სასას.  ამ  დროს  ჩვილის    ქვედა   ტუჩი  უნდა  იყოს  ამობრუნებული  და  განთავსდეს   არა   ძუძუს  ქვეშ, არამედ   არეოლის  ქვეშ,  ნიკაპი  უნდა  მიეჭიროს  ძუძუს,  ენა  უნდა  იყოს  წინ  გამოწეული და  იღებდეს  ფინჯნის  ფორმას.  ამ   შემთხვევაში   ჩვილის  ენა  მოახდენს  დაწოლით  მოძრაობას  რძის  სინუსზე (ადგილი,  სადაც  გროვდება  რძე), რეცეპტორების  სტიმულაციას,  რომელიც  პასუხისმგებელია  რძის  გამომუშავებაზე.

კვებისას  ჩვილი უნდა  იწვეს  ჰორიზონტალურად,   თავი და  ტანი  უნდა იყოს  ერთ  ხაზზე.  ჩვილის  ასეთი  მდგომარეობა  საშუალებას  მოგცემთ,  სწორად მოეჭიდოს   იგი ძუძუს.  თუ კვების დროს  თქვენ  იგრძენით  ტკივილი,  აშკარაა,  რომ  რაღაცა ისე  არ  მოხდა.  ნეკა  თითის  შეეხეთ  ჩვილის  პირის  კუთხეს  და  შეაწყვეტინეთ  წოვა, გაათავისუფლეთ  ძუძუ,  ხოლო  შემდეგ  განმეორებით  ჩაუდეთ  ჩვილს  ძუძუ.

ყოველთვის მიეცით ბავშვს ის ძუძუ,  რომლიდანაც  ის  არ  გამოგიკვებიათ, წინა  ჯერზე.  კვების დროს მხარეების  რიგითობა  საჭიროა  მხოლოდ  მაშინ,  როცა  ჩვილი  ვერ  დანაყრდა,  მაგრამ  ერთი  ძუძუდან  გამოწოვა  მთელი  რძე.  ეს  აუცილებელია იმისთვის, რომ  მან  მიიღოს არა მარტო  „ წინა“ რძე,  რომელიც  გამოიყოფა  პროცესის  დასაწყისში,  არამედ  „უკანაც“.

„წინა“ რძე ნახევრად  გამჭვირვალეა, მასში  ბევრია  ლაქტოზა  და წყალი,  იგი  უკლავს  ჩვილს  წყურვილს,  ხოლო  „უკანა“  რძე  - თეთრი, ან მოყვითალო  ფერისაა, უფრო ცხიმიანია, შეიცავს  ფერმენტებს,  რომლებიც ააქტიურებენ  საკვების  მონელების  პროცესებს.  იგი  ანაყრებს  ჩვილს,  ასევე  ამცირებს  ტკივილს  მუცელში,  რაც  გამოწვეულია  კოლიკებით,  მასში  ფერმენტების  არსებობის  გამო.

გავაღვიძოთ  თუ   არა  ჩვილი  კვებისთვის?

 თუ ჩვილი  კარგად  ვითარდება  და  იმატებს  წონაში,  მაშინ  საჭირო  არ  არის  მისი  სპეციალურად  გაღვიძება. ახლა,  სპეციალისტების  უმეტესობა  უპირატესობას  ანიჭებს  თავისუფალ  კვებას:  ჩვილს  აძლევენ  ძუძუს, ან ბოთლს, მხოლოდ  მაშინ,  როცა  ის  ითხოვს.  ჩვილების  უმეტესობას    კვების  ინდივიდუალური  რითმი უყალიბდება  სიცოცხლის  3-4  კვირაზე.      

ჩაივლის  კვება უკეთესი იქნება, თუ  ჩვილი საბოლოოდ  გაიღვიძებს,  ამიტომ  სანამ  ძუძუზე  ჩეუდებთ,  გაესაუბრეთ,  ეთამაშეთ,  შეუცვალეთ  საფენი.

თუ   დედა  სწორად  კვებავს  ჩვილს  ძუძუთი,  ის  თვითონ  ვერ  იგრძნობს  ვერავითარ  ტკივილს  ძუძუს  თავების  მიდამოში,  ხოლო  კვების  დამთავრების  შემდეგ,  ბავშვი  იქნება  მოშვებული, კმაყოფილი  და  შეიძლება  დაიძინოს   კიდეც.  არ ინერვიულოთ,  თუ  პირველ  ეტაპზე  რაიმე  არ გამოგივათ,  ან  გაგიჩნდებათ   კითხვები,  საშველად  ყოველთვის  შეგიძლიათ  მიმართოთ  სამშობიაროს   პერსონალს,  თუ  თქვენ  ჩვილთან  ერთად  ჯერ  არ  გამოუწერიხართ,  ან  მიმართოთ  უბნის   პედიატრს  და მედდას  პატრონაჟული  ვიზიტებისას,  ასევე  ძუძუთი  კვების  კონსულტანტებს. ეცადეთ  კვებოთ  ჩვილი  ძუძუთი,  რაც  შეიძლება  დიდხანს,  რადგან  ეს   ძალიან   მნიშვნელოვანია  მისი   ჯანმრთელობისთვის!

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი