ახალშობილის  კანის  მოვლა

ახალშობილის კანის მოვლა

ახალშობილის  კანის  მოვლა

ახალდაბადებულის  კანი  ითხოვს  განსაკუთრებულ,   ნაზ  მოვლას,  რაც  მის    ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.  როცა  ბავშვს  აქვს  სუფთა,  ჯანსაღი  კანი,  ის    კარგად  გრძნობს  თავს და   დაცულია  ავადმყოფობის  გამომწვევი  მიკრობებისგან,  რადგან  კანი  წარმოადგენს  ბარიერს, რომელიც ორგანიზმს  მიკრობების   შეღწევისგან იცავს.

ჭიპლარის  კვანძის  მოვლა

ბავშვის  დაბადებისას  ჭიპლარი  იკვეთება,  მისი  ნარჩენი,  რომლის  სიგრძე  10 სმ  არ  აღემატება,  თანდათან  ხმება  და  თავისით  ვარდება  3-15  დღეს.  არ არის  საჭირო  ჭიპლარის  მოშორებაზე   „მიშველება“  (მოგრეხვა,  მოძრობა),  ამან  შეიძლება  სისხლდენა გამოიწვიოს.

ახლა, პრაქტიკაშია  ე.წ.  ჭიპლარის  ნარჩენის  „ მშრალი  მოვლა“:

  • ჭიპლარი, მის  მოძრობამდე  აუცილებელია  იყოს  მშრალი,  არ  უნდა  იყოს  დაფარული  ტანსაცმლით,  თუ  ოთახის  ტემპერატურა  ამის  საშუალებას  იძლევა.
  • არ დაზიანდეს  ერთჯერადი  საფენით, ან  შარვლის   რეზინით.
  • ჭიპლარი უნდა იყოს  სუფთად:  ტანსაცმელი  უნდა  იყოს  გარეცხილი  და  დაუთოვებული,  დედას  ხელები  ყოველთვის  საპნით  დაბანილი  უნდა  ქონდეს.
  • ჭიპლარი არ  უნდა  დამუშავდეს  არავითარი  ანტისეპტიკით,  რადგან  პათოგენურ  ფლორასთან  ერთად  ზიანდება  კანის  ჯანმრთელი  ფლორა.
  • ჭიპლარის შემთხვევით  დაბინძურებისას,  საჭიროა   მისი  გამორეცხვა  სტერილური  წყლით, ან   ანადუღარი  წყლით  და  საპნით.    სტერილური  მარლით გაიწმიმნდოს იყოს ღიად.  თუ  ჭიპლარი  არ  მოძვრება   მე-15 დღეს,  აუცილებელია  მიმართოთ  ექიმს.

სანამ  ჭიპლარი  მომძვრალი  არ  არის,  ბავშვის  ბანაობა  არ  შეიძლება. ამ  პერიოდიში    რეკომენდებულია  პირის  დაბანა  გრილი  წყლით,  ტაკოს  ჩაბანა  თბილი  გამდინარი  წყლით,  კუჭის  ყოველი  მოქმედების  მერე.  ჩვილის  სხეულის  ყოველდღიური  დაზელვა  ღრუბლით, ან  თბილ,  ანადუღარ   37-38°C  წყალში დასველებული  ნაჭრით (ჭიპლარი  ამ  დროს  უნდა  დარჩეს  მშრალი).  ჭიპლარის  მოშორების  შემდეგ,  ბანაობა  ნებადართულია.

ჰაერის  აბაზანები

ბანაობის  წინ,  1-2  წუთის  განმავლობაში,  პატარას  უნდა  მიეცეს   საშუალება  იწვეს  გაშიშვლებული. ჰაერის  აბაზანები  ასტიმულირებს  კანის  სუნთქვას,  ახდენს  გამოყელვის  პროფილაქტიკას  და  დედას  აძლევს  საშუალებას,  მშვიდ  გარემოში  ავარჯიშოს  პატარა,  ან  გაუკეთოს  მსუბუქი  მასაჟი.  მომავალში  ჰაერის  აბაზანების  ხანგრძლივობა  შეიძლება  გაიზარდოს  და ჩვილი  შიშველი  იყოს  ჰაერზე  30 წუთის  განმავლობაში.  გახსოვდეთ, რომ  ოთახის  ტემპერატურა  ჰაერის  აბაზანების  ჩატარებისას  პირველ  თვეებში  უნდა იყოს  20-24°C.

ბანაობა

ახალდაბადებული შეგიძლიათ დაბანოთ ყოველდღე ან დღეგამოშვებით. ეს  პროცედურა  აუცილებელია  არამარტო  სისუფთავისთვის - ბანაობა  ახდენს  სისხლის  ცირკულაციის  სტიმულაციას.  წყლის  პროცედურები  რომ  უფრო  სასიამოვნო  იყოს,  ჩვილი  აბანავეთ  იმ პერიოდში როდესაც მას საიამოვნებს.

ჭიპლარის  შეუხორცებელი  ჭრილობისას, ახალდაბადებული  უნდა  დავბანოთ  ადუღებული  თბილი  წყლით  +35 - 38°C  ტემპერატურაზე,  ბავშვის  აბაზანაში.  აუცილებლად  გამოიყენეთ  სპეციალური   თერმომეტრი,  რადგანაც  წყლის  ტემპერატურის  განსაზღვრა  „ შეგრძნებით“, საბანაოდ  არ  გამოდგება - ეს  გამოწვეულია  მოზრდილსა  და  ჩვილს  შორის  შეგრძნებისა  და  კომფორტის  ტემპერატურებს  შორის  არსებული  სხვაობით.

კანის  ზედმეტი  გამოშრობის  ასაცილებლად, ჩვილს  აბანავებენ  საბავშვო  საპნით, კვირაში  ერთჯერ,  დანარჩენ  დღეებში  შემოვიფარგლოთ  წყლით გასუფთავებით. 

საუკეთესოა  ჩვილის  ბანაობა  ერთი  და  იგივე  დროს,  რათა  გამოვიმუშავოთ  რეჟიმი. ბანაობა  გრძელდება  10-15  წუთი,  ჩვილის  ხასიათიდან  გამომდინარე,  წყლის  პროცედურების  დამთავრების  შემდეგ,  აუცილებელია  პატარას  კანი  აკურატულად  შევამშრალოთ  რბილი  პირსახოცით - ტენის გაშრობა  საჭირო  არ არის.

ბანაობის  შემდეგ  არ  დაგავიწყდეთ  კანის  ნაკეცების   შეზელვა  ბავშვის  რძით  ან კრემით  და  თუ  აუცილებელია, ჩვილის  ყურები  გაიწმინდოს  ბამბის  ტამპონით.

 

ჭიპლარის  დამუშავება

თუ  ჭიპლარის  ჭრილობა  ჯერ  არ  შეხორცებულა,  ის  უნდა  დამუშავდეს  ბანაობის  შემდეგ.  ამისათვის  გამოიყენება  3%  წყალბადის  ზეჟანგის  და 70%  ეთილის  სპირტი. ჭიპლარზე  დააწვეთეთ წყალბადის  ზეჟანგის  წვეთი,  გამონადენი  გაწმინდეთ სტერილური  ბინტით,  ხოლო  შემდეგ  იმავე  ადგილზე  დააწვეთეთ  70%  ეთილის  სპირტის  წვეთი,  შეამშრალეთ  ბინტით.

არ გამოიყენოთ  ბამბის  ჩხირები  -  რაც  ნაკლებად  დააზიანებ  ჩვილის  ჭიპლარს,  მით  სწრაფად  შეხორცდება  ის.  ჭიპლარის  დამუშავებას  წყვეტენ,  როცა  ჭიპლარი  ბოლომდე  შეხორცდება. როგორც  წესი,   ეს  ხდება -  5 – 7 დღეში.

ჰიგიენური   პროცედურები  -  არამარტო  აუცილებელი  რიტუალია   ჩვილის  ჯანმრთელობისთვის,  არამედ  ეს  არის  დაუვიწყარი  ბედნიერების  წუთები,  რომელსაც  დედა  ინაწილებს  თავის  ჩვილთან  ერთად!

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი