როგორ  მოვამზადოთ რძიანი ნარევი

როგორ მოვამზადოთ რძიანი ნარევი

იმისთვის, რომ   ბავშვი    ჯანმრთელი იყოს და  თავს   გრძნობდეს  კარგად,  მნიშვნელივანია, არა მარტო  რძის  ნარევის შერჩევა, არამედ მისი სწორად  გამოყენება.

სიცოცხლის  პირველ  წელს,  ბავშვის  ორგანიზმი  გადის  ახალ პირობებთან    ადაპტაციის პერიოდს.  მთელი  პირველი  წლის  მანძილზე  ჩვილი  ინტენსიურად  იზრდება   და   ვითარდება.  ყველაფერი,  რაც  ჩვილის  გარშემოა,  უნდა  შეესაბამებოდეს მის  განვითარებას,  იყოს  მაქსიმალურად   სასარგებლო  და  უსაფრთხო.  სწორედ  ამიტომ,  საბავშვო  ნარევის  მომზადებისას,  აუცილებლად  მკაცრად უნდა  დავიცვათ  ჰიგიენის  წესები,  გამოყენების  რეკომენდაციები  და  გავითვალისწინოთ  შენახვის  პირობები. 

ნარევის  მოსამზადებლად,  გამოიყენეთ  მხოლოდ  ადუღებული  წყალი, ის   უნდა  ვადუღოთ,  მინიმუმ  5 წუთი. არ არის  საჭირო  წყლის  გათბობა  მიკროტალღურ  ღუმელში.  ადუღებული  წყალი  გააცივეთ  მწარმოებლის  მიერ  რეკომენდებულ  ტემპერატურამდე  და  გააზავეთ  ნარევი,  ინსტრუქციის  მიხედვით.  ნარევის  ასაზომად  (ასარწყავად)  ისარგებლეთ  მხოლოდ  შეფუთვაში  არსებული  საზომი  კოვზით.  თუ  თქვენ  გააზავეთ  იმაზე  მეტი  ნარევი,  ვიდრე  ერთ კვებაზეა  საჭირო    შეიძლება შეინახოთ  2-40 C  ტემპერატურაზე  და  გამოიყენოთ  24 საათის  განმავლობაში. კვების  დაწყების  შემდეგ  ნარევი  უნდა  გამოიყენოთ  ერთი  საათის  განმავლობაში,  იმდენად, რამდენადაც  საბავშვო  ნარევი  წარმოადგენს  საუკეთესო  გარემოს  მიკროორგანიზმების  გამრავლებისთვის. ერთი  საათის  გასვლის  შემდეგ,  ნარევი  უნდა  გადაიღვაროს.

ხშირად,  ახალშობილმა    შეიძლება  დაიძინოს    ჭამის  დროს  - არ ინერვიულოთ,    უბრალოდ,  მსუბუქად  შეეხეთ  ბავშვის  ლოყას,  ან ცხვირს  და თუ  გაიღვიძებს,  გააგრძელრთ  კვება.

მშრალი  საბავშვო  ნარევები გახსნის  შემდეგ აღარ არის  სტერილური. გამოიყენეთ  პროდუქტი  ინსტრუქციის  და  ექიმის  რეკომენდაციის  შესაბამისად.   მშრალი  საბავშვო ნარევის  გახსნისას,  რომელიც  შეიცავს   ომეგა-3,  ომეგა-6  სასარგებლო  ცხიმებს,  შეიძლება  მსუბუქად  შეიგრძნოთ  თევზის  სუნი - ეს   ნორმალურია,  ვინაიდან  მსგავს   ცხიმებს  შეიცავს  თევზის  ქონი.    ეს  სუნი  სწრაფად  ნიავდება  და  გაზავებულ  ნარევში  აღარ  იგრძნობა.  არ მოამზადოთ  და გააცხელოთ  ნარევი  მიკროტალღურ  ღუმელში. ასეთ  ღუმელებში  პროდუქტები   თბება  არათანაბრად,  ამიტომ  ნარევის  ნაწილი,  შიძლება  აღმოჩნდეს  ზედმეტად  ცხელი  ჩვილისთვის.

როგორი  ჭურჭელი  დაგვჭირდება  ნარევის  მოსამზადებლად?

ბოთლი,  საწოვარა, სახურავი,  საზომი  კოვზი,  დანა  კოვზიდან  ჭარბი  ფხვნილის  მოსაშორებლად,  ორი  ქვაბი:  ერთში   გამოხარშეთ  ჭურჭელი,  მეორეში  ადუღეთ წყალი  ნარევის  მოსამზადებლად.  ასევე  არსებობს  მოხერხებული  თანამედროვე  სტერილიზატორები  და  გამაცხელებლები,  რომელიც  შეგიძლიათ  გამოიყენოთ  ნარევის  მომზადებისას.

 კვების ერთი ულუფის  მომზადება

1. საპნით  დაიბანეთ  ხელები  და  გაიმშრალეთ  სუფთა  ხელსახოცით.  ზედმიწევნით  გარეცხეთ  ბოთლი,  საწოვარა,  სახურავი  და  მთელი  ჭურჭელი,  რომელსაც  გამოიყენებთ  ნარევის  მომზადებისას.  ამის  გაკეთება  საუკეთესოდ  შეიძლება   საბავშვო   სარეცხ  მანქანაში  ჭურჭლის  სპეციალური  სარეცხი  საშუალებით - ის  უფრო  დამცავია.  ყურადღებით   მოექეცით  ბავშვის  ჭურჭლის  რეცხვას  ჭურჭლის  სარეცხ  მანქანაში:  ბოთლი  ვიწრო  ყელის  გამო,  რჩება  გამოურეცხავი, მიუხედავად   იმისა,  რომ  ბევრი  მწარმოებლის  მიერ  ნებადართულია  ჭურჭლის  რეცხვა  მანქანაში.  ბოთლების  გასარეცხად  გათვალისწინებულია  სპეციალური  ჯაგრისი,  რომლის  დახმარებითაც, თქვენ  შეძლებთ  ზედმიწევნით  კარგად  გარეცხოთ  ბოთლი.

2.  გაავლეთ  მთელი  ჭურჭელი, რათა  მოშორდეს  სარეცხი  საშუალებები  და  წამოადუღეთ  5 წუთის  განმავლობაში.

3. ნარევის  მოსამზადებლად  მოამზადეთ  სუფთა  ზედაპირი.

4. ცალკე  ჭურჭელში  აადუღეთ  წყალი,  5 წუთის  განმავლობაში  ადუღეთ  ძლიერი  დუღილით,  თუ  ინსტრუქციაში  სხვა არაფერია მითითებული . ნარევები,  რომლებიც  თავის  შემადგენლობაში  შეიცავს  პრობიოტიკებს,   აუცილებელია  გაზავდეს  350  გრადუსამდე  გაგრილებული  ანადუღარი  წყლით,  რათა  შევინარჩუნოთ  სასარგებლო  ბაქტერიების  სასარგებლო თვისებები.

5.  სტერილიზებულ  ბოთლში  ჩაასხით,  წინასწარ  ადუღებული და გაგრილებული  თბილი  წყალი.  გახსოვდეთ,  რომ  არ  არის  საჭირო  ადუღებული  და   აუდუღარი  წყლის  შერევა,  საჭირო  ტემპერატურის  მისაღწევად.

6. აავსეთ  ნარევით  საზომი  კოვზი,  სუფთა  დანის  მჭრელი  ნაწილით  მოაცილეთ  მას  ნარევის  ჭარბი  რაოდენობა  („ ბორცვი“).

7. ინსტრუქციის  თანახმად  წყლიან  ბოთლში  დაამატეთ  ფხვნილი.  საჭიროა  ფხვნილის  დამატება  ბოთლში და არა პირიქით.

8.შეანჯღრიეთ ბოთლი  ნერევის სრულ  გახსნამდე.  ნარევს  კვებისთვის  უნდა  ჰქონდეს  ადამიანის  სხეულის  ტემპერატურა -  360C , შეამოწმეთ  ნარევის  ტემპერატურა  და აჭამეთ  ბავშვს.  თუ  ნარევი  ძალიან  ცხელია,  ის  სწრაფად  გაცივდება, თუ  ბოთლს  მოვათავსებთ  ცივ  წყლიან  ჭურჭელში.

9.  მოეწყვეთ  მოხერხებულად,  ჩაიხუტეთ  ბავშვი  ნარევით  კვებისას  და არ  დაკარგოთ  ფიზიკური  და  მხედველობითი  კონტაქტი  მასთან.  წინასწარ  მოამზადეთ  ხელსახოცი  ნარევის  სიჭარბის  შემთხვევისთვის,  ხოლო  კვების  შემდეგ  ატარეთ  ჩვილი   „ვერტიკალურად“,   რომ    ამოაბოყინოს  ჰაერი,  რომელიც  მოხვდა  კუჭში  კვების  დროს. ერთი  საათის  განმავლობაში  ჩვილის  მიერ  დატოვებული,  ბოთლში  დარჩენილი ნარევი  გადაღვარეთ.

როგორ  გავათბოთ  რძის  ნარევიანი  ბოთლი სწორად?

თუ  თქვენ, ჩვილის  გამოსაკვებად  წინასწარ  მოამზადეთ  ნარევის  რამდენიმე  პორცია  და  ნარევიანი  ბოთლი  ახლახან   გამოიღეთ    მაცივრიდან,  მნიშვნელოვანია, რომ  არა მარტო  გაათბოთ  ნარევი, არამედ  სწორად  გააკეთოთ ეს:

·         ბოთლი, მომზადებული  ნარევით,  გამოიღეთ  მაცივრიდან,  უშუალოდ  ჭამის  წინ.

·         გაათბეთ  ნარევი. ბოთლი  ნარევით  მოათავსეთ  ცხელ   წყლიან  ჭურჭელში  ისე,  რომ  წყლის  დონე ბოთლის  პირზე  დაბლა იყოს.  ნარევის  თანაბრად  გასაცხელებლად,  საჭიროა  ბოთლის  პერიოდულად   შენჯღრევა, ან  ტრიალი, ამასთამავე,  გაცხელების  დრომ  არ  უნდა  გადაჭარბოს  15  წუთს.

·         შეამოწმეთ  ნარევის  ტემპერატურა, მაჯის  შიდა  მხარეზე  დაწვეთებით.   ნარევი  ძალიან  ცხელი  არ  უნდა  იყოს, ის  უნდა  გაგრილდეს  ადამიანის  სხეულის  ტემპერატურამდე -  350 C.

 

როგორ  წავიღოთ    წინასწარ  მომზადებული  ნარევი  თან  მგზავრობის, ან  სეირნობისას?

 

პირველ  რიგში  აუცილებელია  მომზადებული  ნარევის  გაციება.  მგზავრობის ან  სეირნობის  დროს,  იგი  უნდა   შეინახოთ  ცივ   ადგილას, რათა თავიდან აიცილოთ  ავადმყოფობის  გამომწვევი  ბაქტერიების  გამრავლება.

·         მოამზადეთ  ნარევი,  როგორც  ამზადებთ  ჩვეულებრივად, გააცივეთ  იგი  და  შედგით  მაცივარში  ( არა უმეტეს  50C ტემპერატურისას, თუ  ინსტრუქციაში  სხვა  არ არის  მითითებული).

·         გამოიღეთ  ნარევი  მაცივრიდან, უშუალოდ  სახლიდან  გასვლის  წინ  და ჩადგით  სპეციალურ  ჩანთა -  მაცივარში.

·         ადგილზე  მისვლისას,  თქვენ  შეგიძლიათ  ბოთლები  ნარევით  შედგათ  მაცივარში, ან გაათბოთ  და  გამოიყენოთ  საჭმელად.

·         გახსოვდეთ, რომ  ნარევი  უნდა  გამოიყენოთ  24 საათის  განმავლობაში.

 თუ  აღნიშნული  მგზავრობა,  ან  გასეირნება  გადააჭარბებს  2 საათს, შესაძლოა  ნარევიანი  ბოთლების  ცივად  შენახვა  არ  გამოგივიდეთ -  ასეთ  შემთხვევაში,  აუცილებელია    ახლად  მომზადებული  ნარევის  გამოყენება.  გაითვალისწინეთ ეს  წინასწარ  და  იქონიეთ  მშრალი  ნარევის  საჭირო  რაოდენობა  სუფთა,  სტერილურ  კონტეინერში. მოამზადეთ  ნარევი   ცხელი  წყლის  გამოყენებით.

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი