ბავშვის  სიცოცხლის  პირველი  თვე

ბავშვის სიცოცხლის პირველი თვე

გილოცავთ ჩვილის დაბადებას!  ახლა თქვენ  ახალ  ემოციებს განიცდით, ვინაიდან  თქვენი ყოველი  დღე  სავსეა  დაუჯერებელი  აღმოჩენებით!

პირველი თვე - ეს  არის  ახალშობილის, ახალ  პირობებთან  ადაპტაციის  პერიოდი  და  მშობლების  ჩვეული  რითმის  მნიშვნელოვანი  ცვლილებების  დრო.  იმისათვის, რომ  „ საბრძოლო  ნათლობამ“  წარმატებით ჩაიაროს, როცა ჩვილთან ერთად მარტო დარჩებით,  მინიმუმამდე უნდა  იქნას  დაყვანილი  პირველი  დღეების  სტრესი.   გადადეთ  ყველა  დანარჩენი  საქმე, არ მოიწვიოთ  სტუმრები,  განსაკუთრებული   აუცილებლობის  გარეშე.  მამამ  და  სხვა   ახლობლებმა  თავის  თავზე  უნდა  აიღონ  ოჯახის  საქმეები, ხოლო  თქვენ -  დრო  უნდა  მიუძღვნათ  ახალშობილს.

ჩვილის  სიცოცხლის  პირველი  კვირის  ერთ-ერთი უმთავრესი  ამოცანა - ძუძუთი  კვების  მოგვარებაა.  საჭიროა   ჩვილის  ძუძუზე  მოჭიდების  სწორი  ტექნიკის    და  კვების  პოზიციის  ათვისება.  კიდევ  ერთი  მნიშვნელოვანი  ფაქტორია - კვება   „მოთხოვნით“:  მიაწოდეთ  ჩვილს ძუძუ  იმდენჯერ,  რამდენჯერაც  მოუნდება  და არა საათობით.  ახლა  მთავარია - პოზიტივზე  გადაწყობა  და თქვენს  ჩვილზე  კონცენტრირება,  მაშინ  წარმატება  უზრუნველყოფილია.

ოთახის  ოპტიმალური  ტემპერატურა,  სადაც  ახალშობილი  იმყოფება, უნდა იყოს  21- 22 0  C,  ხოლო  ტენიანობა - 50%  ფარგლებში.

ჩვილთან  ერთად  სეირნობა  შეიძლება,  სამშობიაროდან  გამოწერის  1-2  დღის  შემდეგ.  ზაფხულში  15- 20 წთ- დან  დაწყებული, ეს  დრო  თანდათან  გაზარდეთ.  ზამთარში  კი,  პირველი  სასეირნოდ  გასვლა  დასაშვებია  2 კვირის  ასაკში,     არა ნაკლებ -5 0  C  ტემპერატურისას.  წელიწადის  ცივ  დროს,  პირველი  გასეირნების  ხანგრძლივობა  არ უნდა  აღემატებოდეს  10 – 15 წთ-ს.

არ   ინერვიულოთ,  თქვენ  ყველაფერი  გამოგივათ!

 

ახალშობილის  თანდაყოლილი  რეფლექსები

ჩვილი  არც  ისე  უსუსრია, როგორც  თქვენ  გგონიათ.  ბუნებამ  იგი  დააჯილდოვა  მრავალი  რეფლექსით,  რომელიც  ეხმარება  გარემო  პირობებთან  ადაპტირებაში, მანამ,  სანამ  არ  ჩამოუყალიბდება  შეგნებული   მოძრაობითი  აქტივობა.  მაგალითად,  ძებნისა   და  წოვითი  რეფლექსები  ეხმარება  ჩვილს  კვების  დროს. წოვითი  რეფლექსის  შემოწმება  შეიძლება, ჩვილის  პირში  თითის  ჩადებით.  ჩვილმა  უნდა  შასრულოს  წოვითი  მოძრაობები.  ხოლო  თუ  მისი  ტუჩის  კუთხეს, ან  ლოყას  ხელს   გადაუსვამთ,  მაშინ  ჩვილმა  თავი  უნდა  მიაბრუნოს  გამაღიზიანებლის  მხარეს - ეს  ძებნის  რეფლექსია.

ჩვილი ხელის გულს  კრავს  მუშტად, თუ მას  ხელს  გადაუსვამთ,   ახდენს  წავლების  რეფლექსის  დემონსტრირებას. ხოლო, თუ ჩვილს დააწვენთ  მუცელზე, იგი  მოახდენს  ხოხვით  მოძრაობებს.  ასე გამოიხატება ხოხვის  რეფლექსი.  შეეცადეთ  შეეხოთ  მის  ფეხის  გულებს  ხელი გულით - ჩვილი  ფეხით  მოიშორებს  მას  და ააჩქარებს  მოძრაობას.

ახალშობილიდან  მეძუძურამდე

სიცოცხლის 28  დღეზე  თქვენი  პატარა  იცვლის  სტატუსს. ის აღარ  იწოდება  ახალშობილად,  ახლა ის  უბრალოდ  მეძუძურია.

პირველი  ერთი  თვის  დასასრულისას  ჩვილის    გამოხედვა   თანდათან  უფრო  გააზრებული  ხდება. ის  მოკლე დროის  განმავლობაში  თვალებით  აფიქსირებს  კაშკაშა   საგნებს. ყველაზე  მკაფიოდ  ჩვილი  ხედავს, იმას, რაც იმყოფება  მისი  სახიდან  25- 30 სმ  დაშორებით.  ზუსტად  ამ  მანძილზეა  სასურველი  მასთან  დახრა  ურთიერთობისთვის. ჩვილს  უკვე  შეუძლია  გამოავლინოს  აქტიური  ინტერესი მკაფიო  გარშემოწერილობის,  ან  კონტრასტული  შეფერილობის  საგნების  მიმართ. მხედველობის  განვითარების  მიზნით,  თქვენ  შეგიძლიათ  დაუწყოთ მას  შავ-თეთრი  გეომეტრიული  სურათების  ჩვენება.

ჩვილი რეაგირებს  მხოლოდ  მაღალ  ბგერებზე,  ხმებზე  და მუსიკაზე. მისი რეაქციები  გამოიხატება  ზოგად  მოძრავ  შფოთვაში, ყვირილში - ჩვილს  შეუძლია  იტიროს, იქნიოს  ხელები და ფეხები, გამოზნიქოს  სხეული,  თუ ის ხმაურმა შეაშინა.

ჩვილის  მოძრაობები ამ  ასაკში ეს ემოციური  აგზნების  ნაწილია. როგორც  წესი, ისინი  წარმოადგენს  სიგნალს  მშობლებისათვის  ამა თუ იმ  დისკომფორტზე  და რაღაც  მოთხოვნის  აუცილებელ  დაკმაყოფილებაზე:  კვებაზე,  წყურვილზე,  საფენის  გამოცვლაზე და ა. შ.

დაბადების  მომენტიდან  ჩვილი  თვითნებურად  იღიმება, თუკი  ის  ყველაფრით  კმაყოფილია.  თავიდან ეს ხდება  ძილში, მერე  კვების  შემდეგ  და ბანაობის  დროს.  რაც  მეტად  უღიმით  და ესაუბრებით  ჩვილს, ამჟღავნებთ  დადებით  ემოციებს,  მით  სწრაფად  გპასუხობთ  ის   იგივეთი.

ახალშობილის  ძილი

ახალშობილი  დროის  დიდ ნაწილს (16-18სთ დღეში)  ატარებს  ძილში,  2-3 სთ-იანი შუალედით  ყოველ  კვებაზე. არსებობს  ძილის  სხვადასხვა   მდგომარეობა:

·         ღრმა ძილი, რომლის დროსაც  ჩვილი სრულად  მოშვებულია, თვალები  დახუჭული  აქვს, სუნთქავს თანაბრად,  ნელა და ღრმად.

·         ზედაპირული ძილი, როცა ჩვილი  უფრო  ხშირად,  არც ისე  თანაბრად  სუნთქავს, იქნევს  ხელებს და ფეხებს. ზოგჯერ  შეიძლება  გავარჩიოთ, ქუთუთოებს შორის  თვალის კაკლების  მოძრაობა.

·         თვლემა,  რომელიც  წარმოიქმნება  ჭამის  დროს, ან ძილის წინ. მთვლემარე ჩვილის  თვალები  ნახევრად  დახურულია.

იმისათვის,   რომ  ჩავუნერგოთ  ჩვილს  ჯანსაღი ძილის  ჩვევები, უნდა დავიცვათ  განსაზღვრული  წესები.  მნიშვნელოვანია, რომ  მას  ეძინოს  კომფორტული  ტემპერატურისას.  საწოლი  ფანჯრიდან  და ბატარეიდან  1მ დაშორებით  მოათავსეთ.  ძილის წინ  გაანიავეთ  ოთახი.  არ დააფაროთ  ბავშვს  თბილი  საბანი, თუ  ოთახში  თბილა. ჩვილები  ხომ  სწრაფად  გადახურდებიან. იმისათვის რომ,  მინიმუმამდე  დავიყვანოთ  უბედური  შემთხვევის  ალბათობა, არ   დააწვინოთ  ჩვილი  მუცელზე  დასაძინებლად, არ  დატოვოთ  საწოლში უცხო  საგნები,  სათამაშოები, ფუმფულა გადასაფარებლები.

ჩვილს  უნდა ეძინოს  ბალიშის  გარეშე.

ჩვილს თანდათან  ასწავლეთ  დღისა  და ღამის  გარჩევა. დღისით  უნდა  გამოიხატოს  აქტივობის  მაქსიმუმი: თამაში,  სიმღერა  და  ვარჯიშების  გაკეთება, ასევე  არ შევამციროთ  ჩვეულებრივი  ხმაური, როგორიცაა:  ტელევიზორის  ხმა, სარეცხი  მანქანის  ხმაური,  ტელეფონის ხმა.  ხოლო  ღამით  პირიქით - დაიყვანეთ  ხმაური  მინიმუმამდე,  არ  ესაუბროთ  ჩვილს  დიდხანს და  ხმამაღლა, არ ეთამაშოთ  მას.  გარკვეული  დროის  შემდეგ  ის  გაიგებს, რომ  ღამე  კი არ უნდა  იფხიზლოს,  არამედ  უნდა  ეძინოს.  გამოამჟღავნეთ  მეტი  მოთმინება  და მალე  ჩვილი  დაგაჯილდოვებთ  თქვენ  მშვიდი ღამეებით.

ყველა კომენტარი

დატოვეთ პასუხი